Sunday, January 27, 2013

ტექნოგენური კატასტროფები


ტექნოგენური კატასტროფა–უბედური შემთხვევა, განპირობებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობით,რომელსაც თან სდევს მძიმე,ტრაგიკული შედეგები
ტექნოგენური კატასტროფებია:

1)რადიაქტიური გამოსხივება
2)ოკეანესა და ხმელეთზე ნავთობის დაღვრა
3)ქიმიური ნივთიერებების გამოფრქვევა
4)სმოგი და მჟავა წვიმები
5)თყის გამანადგურებელი ჭრა
6)გაუდაბნოება
ტექნოგენური კატასტროფები კაცობრიობაში არაერთხელ აღნიშნულა, თუმცა მათი სიხშირე განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ წლებში .ყველაზე საშის ტექნოგენურ კატასტროფას ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი აფეთქება და მის შედეგად გარემოში რადიაქტიური ელემენტების გაფრქვევა მიეკუთვნება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ყველაზე მაშტაბურად ითვლება, 1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, დაიწყო გაჟონვა რადიაციამ. ეს ბლოკი უნდა გაჩერებულიყო ტექნიკური ოპერაციების ჩასატარებლად, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, ენერგობლოკი არ დაემორჩილა სტანდარტულ ქმედებებს და არ გაჩერდა. რეაქტორში ტემპერატურა თანდათან მატულობდა და მრავალი მცდელობის მიუხედავად ეს პროცესი ვერ შეაჩერეს. გაჩნდა ხანძარი, ხოლო შაბათს _ 26 აპრილს მოხდა ორი აფეთქება, რის შედეგადაც რეაქტორის მკვრივი მეტალის გარსი გაიგლიჯა და 180 ტონა აალებული ურანი გამოვარდა გარეთ.
30 აპრილს შვეციის ატომური სადგურის _ “ფორმარკ”-ის პერსონალმა დააფიქსირა ძლიერი ბირთვული გამოსხივება, რომელიც გამოდიოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ღრუბლებიდან. ამ ოთხი დღის მანძილზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში იწვოდა 180 ტონა თეთრად გავარვარებული ურანი. უზარმაზარი ტერიტორია გამოცხადდა გამოუსადეგარად. საჭირო გახდა ალმოდებული რეაქტორის დამარხვა. ამის გამო ჰაერიდან შვეულმფრენებით ყრიდნენ ბეტონსა და დამსხვრეულ ტყვიას.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 000 ადამიანი. ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა ევროპის ქვეყნებში მოწამლა ნიადაგი, მცენარეულობა და ცხოველები. სკანდინავიის ქვეყნებში დახოცეს 40 000 შინაური ცხოველი. ინგლისში – 30 000 ცხვარი. გერმანიაში კი ათასობით ტონა რძე გადაღვარეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გააკეთეს პროგნოზი, რომ მომავალ 70 წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიტანჯებოდა კიბოს ავადმყოფობით, ხოლო დასაღუპად განწირული ადამიანების რაოდენობა ევროპაში, 10 წელიწადში მიაღწევდა 75 000 ადამიანს.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ახლაც მკურნალობენ “ჩერნობილის ბავშვები “, რომლებმაც მიიღეს გამოსხივების დოზა.
ტრაგედიის შემდეგ 1987 წელს რეაქტორის სამი ბლოკი ამუშავდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყდა დახურვა(დაკონსერვება) ჩერნობილის ატომური რეაქტორისა.
ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის დაკონსერვებულია,აშენებულია სპეციალური დამცავი სარკოფაგი.ეს სარკოფაგი საჭიროებს შეკეთებას,ამისთვის 2004-2007 წლებში ჩატარდა ტენდერი და გაიმარჯვა ფრანგულმა კომპანია Novarka,რომელიც ვალდებულია შეაკეთოს ეს სარკოფაგი, რათა არ მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების ისევ გარემოში გამოყოფა.
ჩერნობილის ხილვადი კატასტროფა დიდი ხანია დამთავრდა, ხოლო უხილავის შედეგები კიდევ მრავალჯერ იჩენს თავს!
საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგური არ ფუნქციონირებს უახლოესი სადგური სომხეთსი და რუსეთში მდებარეობს.

No comments:

Post a Comment