Sunday, January 27, 2013

რა საფრთხეს ვუქმნით ბუნებას

ჩვენ ყოველღიურად ვნებთ გარემოს, როდესაც პოლიეთილინის პარკებით ვაბინძურებთ მას. პარკები, სკვერები, ქუჩები სავსეა პოლიეთილინის პარკებისა თუ ბოთლებისაგან. არავისთვის უცხო არ უნდა იყოს პოლიეთილინის პარკებით დახუნძლული “ნატვრის ხეები”

.სტატისტიკა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, მართლაც შემაშფოთებლია; ერთი წამის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი პარკი იყრება, რომ არაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტი გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ცელოფანის პარკების პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოში, მწვავედ დგას. გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლიეთილენის პარკების წარმოებას კიდევ ერთი უარყოფითი მხარე აქვს - მათი წარმოებისას გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში უსასრულო არ არის.არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მათ ვინმემ ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.იტალიაში პოლიეთილენის პარკების ალტერნატივად ქაღალდის შეფუთვას იყენებენ. მისგან განსხვავებით, ჩვენ პარკებს ვერ ავკრძალავთ, მაშინ მომხმარებელს სხვა რამ უნდა შევთავაზოთ


ჩვენ  როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ ბუნებას, ამისთვის კი უნდა დავიმახსოვროთ სამი რამ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ პოლიეთილინის პარკების გამოყენება, რაც შეიძლება მეთჯერ გამოვიყენოთ ერთი და იგივე პარკი და გადავამუშავოთ. სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული პოლიეთილინის პარკებისა და სხვადასხვა ნივთების გადამუშავება
წყარო


ტექნოგენური კატასტროფები


ტექნოგენური კატასტროფა–უბედური შემთხვევა, განპირობებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობით,რომელსაც თან სდევს მძიმე,ტრაგიკული შედეგები
ტექნოგენური კატასტროფებია:

1)რადიაქტიური გამოსხივება
2)ოკეანესა და ხმელეთზე ნავთობის დაღვრა
3)ქიმიური ნივთიერებების გამოფრქვევა
4)სმოგი და მჟავა წვიმები
5)თყის გამანადგურებელი ჭრა
6)გაუდაბნოება
ტექნოგენური კატასტროფები კაცობრიობაში არაერთხელ აღნიშნულა, თუმცა მათი სიხშირე განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ წლებში .ყველაზე საშის ტექნოგენურ კატასტროფას ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი აფეთქება და მის შედეგად გარემოში რადიაქტიური ელემენტების გაფრქვევა მიეკუთვნება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ყველაზე მაშტაბურად ითვლება, 1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, დაიწყო გაჟონვა რადიაციამ. ეს ბლოკი უნდა გაჩერებულიყო ტექნიკური ოპერაციების ჩასატარებლად, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, ენერგობლოკი არ დაემორჩილა სტანდარტულ ქმედებებს და არ გაჩერდა. რეაქტორში ტემპერატურა თანდათან მატულობდა და მრავალი მცდელობის მიუხედავად ეს პროცესი ვერ შეაჩერეს. გაჩნდა ხანძარი, ხოლო შაბათს _ 26 აპრილს მოხდა ორი აფეთქება, რის შედეგადაც რეაქტორის მკვრივი მეტალის გარსი გაიგლიჯა და 180 ტონა აალებული ურანი გამოვარდა გარეთ.
30 აპრილს შვეციის ატომური სადგურის _ “ფორმარკ”-ის პერსონალმა დააფიქსირა ძლიერი ბირთვული გამოსხივება, რომელიც გამოდიოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ღრუბლებიდან. ამ ოთხი დღის მანძილზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში იწვოდა 180 ტონა თეთრად გავარვარებული ურანი. უზარმაზარი ტერიტორია გამოცხადდა გამოუსადეგარად. საჭირო გახდა ალმოდებული რეაქტორის დამარხვა. ამის გამო ჰაერიდან შვეულმფრენებით ყრიდნენ ბეტონსა და დამსხვრეულ ტყვიას.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 000 ადამიანი. ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა ევროპის ქვეყნებში მოწამლა ნიადაგი, მცენარეულობა და ცხოველები. სკანდინავიის ქვეყნებში დახოცეს 40 000 შინაური ცხოველი. ინგლისში – 30 000 ცხვარი. გერმანიაში კი ათასობით ტონა რძე გადაღვარეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გააკეთეს პროგნოზი, რომ მომავალ 70 წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიტანჯებოდა კიბოს ავადმყოფობით, ხოლო დასაღუპად განწირული ადამიანების რაოდენობა ევროპაში, 10 წელიწადში მიაღწევდა 75 000 ადამიანს.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ახლაც მკურნალობენ “ჩერნობილის ბავშვები “, რომლებმაც მიიღეს გამოსხივების დოზა.
ტრაგედიის შემდეგ 1987 წელს რეაქტორის სამი ბლოკი ამუშავდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყდა დახურვა(დაკონსერვება) ჩერნობილის ატომური რეაქტორისა.
ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის დაკონსერვებულია,აშენებულია სპეციალური დამცავი სარკოფაგი.ეს სარკოფაგი საჭიროებს შეკეთებას,ამისთვის 2004-2007 წლებში ჩატარდა ტენდერი და გაიმარჯვა ფრანგულმა კომპანია Novarka,რომელიც ვალდებულია შეაკეთოს ეს სარკოფაგი, რათა არ მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების ისევ გარემოში გამოყოფა.
ჩერნობილის ხილვადი კატასტროფა დიდი ხანია დამთავრდა, ხოლო უხილავის შედეგები კიდევ მრავალჯერ იჩენს თავს!
საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგური არ ფუნქციონირებს უახლოესი სადგური სომხეთსი და რუსეთში მდებარეობს.

წყლის დაბინძურება

წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი  ჩვენთაგანის  მიერ ამ  ფაქტის  გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა  თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული  მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის  გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები  და არასათანადო გამწმენდი  ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან  და  დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან  წყაროს  მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან  მილის  საშუალებით დაბინძურებული  წყლის  გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი  ნიაღვრებით წყლის  ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ.  უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის  ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა. შ. ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს.
წყარო

ტყეების ანუ დედამიწის ფილტვების დაცვა


დედამიწის ამათუიმ კუთხეში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ტყეთა დაცვის შესახებ დასახულ პროგრამებსა თუ გეგმებს, რადგან დედამიწას და მის მცხოვრებთ ტყის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.
2011 წელი ტყის საერთაშორისო წლად იწოდა, რაც უამრავმა ქვეყანამ აღნიშნა გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის უარყოფითი მოვლენების შემცირების მიზნით.აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლოზუნგს „ტყეები მშრალი რეგიონების სიცოცხლის წყარო“. 2011  წელი  გაერთიანებული  ერების  ორგანიზაციის  გენერალურმა  ასამბლეამ ტყეების  საერთაშორისო  წელიწადად  გამოაცხადა  და  მისი  მიზანია  მთელს მსოფლიოში  ტყეთსარგებლობის  მდგრადი  სისტემის  მხარდაჭერა.  ტყეების წელი  ოფიციალურად  გაიხსნება  გაეროს  ტყის  ფორუმის  მეცხრე  სესიაზე,  რომელიც  24  იანვრიდან  4 თებერვლამდე  ნიუ–იორკში მიმდინარეობდა.  მსოფლიოს საზოგადოებრიობა  აპირებს  “პლანეტის  ფილტვები” იგივე ტროპიკული ტყეები დასაცავი  მექანიზმების  დახმარებით  გადაარჩინოს.  ამის შესახებ  კანკუნში გამართულ  კლიმატის  საკითხებისადმი მიძღვნილ  კონფერენციაზ ეშეთანხმდნენ.  იდეის  ინიციატორები  და  მხარდამჭერები  იმედოვნებენ,  რომ  ეს  პროგრამა  2011  წელსვე  სრულად  შესრულებული გახდეს.
საქვეყნო პრობლემა მტკნარი წყალის დეფიციტი, კლიმატური პირობების შეცვლა, დედამიწის ტემპერატურის მომატება , დედამიწის განადგურება და ტყის მოსპობა გახდა 1992 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს მესვეურთა მიერ გამართული პირველი და უდიდესი შეკრების გამართვის ძირითადი მიზეზი. ხსენებული მოვლენები თავის მხრივ იმდენად არასახარბიელო და დამანგრეველია, რომ რომელიმე მათაგნის უკანა პლანზე დაყენება ვერ მოხდება. თუმცა კი მათმა შედეგებმა მსოფლიო აიძულა, რომ საერთაშორისო დონეზე ძირეული ზომების მიღებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით , ქვეყნებს შორის მრავალი შეკრება გაიმართა და მიღებული იქნა სამი საერთაშორისო დონის კონვენცია. 1997 წლის 17 ივნისს უდაბნოს გაფართოებასა და გვალვასთან ბრძოლის მიზნით მიღებული იქნა საერთაშორისო კონფერენცია, რაც 1996 წელს მსოფლიო მექანიზმების გამოყენებით შეუდგა მუშაობას. მასში კი დღემდე 193 ქვეყანა არის შესული. ამ ქვეყნებს შორის ერთგულ წევრად ითვლება ირანი.
უდაბნოს და უდაბნოს გაფართოებასთან დაკავშირებით   უნდა ითქვას , რომ საკუთარი მნიშვნელობით უდაბნო დედამიწის იმ ადგილს ქმნის , სადაც მცენარეს უჭირს არსებობა და სიცოცხლე. აქ ჰაერი არაა ნესტიანი, სახეზეა ძლიერი ქარები, ნალექების დონე ნაკლებია და სამაგიეროდ წყლის აორთქლების მაჩვენებელი პროგრესს განიცდის. ასეთ რეგიონებში მთელს დედამიწის სივრცეში ტემპერატურული ცვალებადობა დღის, თვის, სეზონის და წლის განმავლობაში მკვეთრი ცვალებადობის მქონეა.
ექსპერტები ტყის ფართობის შემცირების ხარჯზე უდაბნოთა გაფართოების ფაქტორად ადამიანთა საქმიანობას მიიჩნევენ. აქ კი გამონაკლისია ბუნებრივ–გეოგრაფიული თავისებურებები . განსაკუთრებულ მიდგომას კი ამ მიმართულებით საჭიროებს  ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება, ატმოსფერული ცვალებადობა, გვალვა, წყლის დინებით გამოწვეულ  დედამიწის შრეთა ცვეთა, ქარის დედამიწაზე ზეგავლენა, წყლის აორთქლება და სხვა. ადამიანები ხომ უდაბნოთა გაფართოებას ახდენენ  დედამიწის მცენარეული საფარის განადგურებით ,ტყეების გაჩეხვით , არასწორი აგრალური მეთოდების დანერგვისას  მიწის სასარგებლო ნაერთების გამოდევნით, არასწორი ირიგაციით და წყლის , მიწის თუ ჰაერის დაბინძურებით. ასეთ საქმიანობათა მავნე და ხან დროს კი საშინელი ზეგავლენა იწვევს დედამიწის მცენარეული საფარის შემცირებას , საჭირო  წყლის რესურსებზე ხელმიუწვდომლობას, გვალვას, ადამიანთა აყრას, მათ უსახლ–კაროდ დარჩენას, სიღარიბეს და კულტურულ–სოციალური დისციპლინის რღვევას.აქედან გამომდინარე, ტყეთა დაცვის თემამ კიდევ ერთხელ მსოფლიო დონეზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რადგან რეალურია, რომ ნებისმიერი მცენარისა თუ ხის დაცვა უტოლდება კაცობრიობის სიცოცხლის შენარჩუნებას. ექსპერტთა აზრით, ტყეები დედამიწაზე ბინადარ ცოცხალ არსებათა 2/3 იტევს. ამიტომაც ტყეთა განადგურება სწრაფი ტემპით  გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და ცოცხალ არსებათა განადგურებას. ტყეებს განსაკუთრებული როლი განეკუთვნება მსოფლიოს მტკიცე განვითარების მიღწევაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭარბტენიანი ტერიტორიების დცვას და მასზედ მზრუნველობის დაწესებას.

როგორ დავიცვათ გარემო


გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა), იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.
მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.
გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთი მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორე მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.
წყარო