ჩვენ ყოველღიურად ვნებთ გარემოს, როდესაც პოლიეთილინის პარკებით ვაბინძურებთ მას. პარკები, სკვერები, ქუჩები სავსეა პოლიეთილინის პარკებისა თუ ბოთლებისაგან. არავისთვის უცხო არ უნდა იყოს პოლიეთილინის პარკებით დახუნძლული “ნატვრის ხეები”
ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავეხმაროთ ბუნებას, ამისთვის კი უნდა დავიმახსოვროთ სამი რამ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ პოლიეთილინის პარკების გამოყენება, რაც შეიძლება მეთჯერ გამოვიყენოთ ერთი და იგივე პარკი და გადავამუშავოთ. სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული პოლიეთილინის პარკებისა და სხვადასხვა ნივთების გადამუშავება წყარო
ტექნოგენური კატასტროფა–უბედური შემთხვევა, განპირობებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობით,რომელსაც თან სდევს მძიმე,ტრაგიკული შედეგები
ტექნოგენური კატასტროფებია:
1)რადიაქტიური გამოსხივება 2)ოკეანესა და ხმელეთზე ნავთობის დაღვრა 3)ქიმიური ნივთიერებების გამოფრქვევა 4)სმოგი და მჟავა წვიმები 5)თყის გამანადგურებელი ჭრა 6)გაუდაბნოება
ტექნოგენური კატასტროფები კაცობრიობაში არაერთხელ აღნიშნულა, თუმცა მათი სიხშირე განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ წლებში .ყველაზე საშის ტექნოგენურ კატასტროფას ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი აფეთქება და მის შედეგად გარემოში რადიაქტიური ელემენტების გაფრქვევა მიეკუთვნება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ყველაზე მაშტაბურად ითვლება, 1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, დაიწყო გაჟონვა რადიაციამ. ეს ბლოკი უნდა გაჩერებულიყო ტექნიკური ოპერაციების ჩასატარებლად, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, ენერგობლოკი არ დაემორჩილა სტანდარტულ ქმედებებს და არ გაჩერდა. რეაქტორში ტემპერატურა თანდათან მატულობდა და მრავალი მცდელობის მიუხედავად ეს პროცესი ვერ შეაჩერეს. გაჩნდა ხანძარი, ხოლო შაბათს _ 26 აპრილს მოხდა ორი აფეთქება, რის შედეგადაც რეაქტორის მკვრივი მეტალის გარსი გაიგლიჯა და 180 ტონა აალებული ურანი გამოვარდა გარეთ.
30 აპრილს შვეციის ატომური სადგურის _ “ფორმარკ”-ის პერსონალმა დააფიქსირა ძლიერი ბირთვული გამოსხივება, რომელიც გამოდიოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ღრუბლებიდან. ამ ოთხი დღის მანძილზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში იწვოდა 180 ტონა თეთრად გავარვარებული ურანი. უზარმაზარი ტერიტორია გამოცხადდა გამოუსადეგარად. საჭირო გახდა ალმოდებული რეაქტორის დამარხვა. ამის გამო ჰაერიდან შვეულმფრენებით ყრიდნენ ბეტონსა და დამსხვრეულ ტყვიას.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 000 ადამიანი. ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა ევროპის ქვეყნებში მოწამლა ნიადაგი, მცენარეულობა და ცხოველები. სკანდინავიის ქვეყნებში დახოცეს 40 000 შინაური ცხოველი. ინგლისში – 30 000 ცხვარი. გერმანიაში კი ათასობით ტონა რძე გადაღვარეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გააკეთეს პროგნოზი, რომ მომავალ 70 წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიტანჯებოდა კიბოს ავადმყოფობით, ხოლო დასაღუპად განწირული ადამიანების რაოდენობა ევროპაში, 10 წელიწადში მიაღწევდა 75 000 ადამიანს.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ახლაც მკურნალობენ “ჩერნობილის ბავშვები “, რომლებმაც მიიღეს გამოსხივების დოზა.
ტრაგედიის შემდეგ 1987 წელს რეაქტორის სამი ბლოკი ამუშავდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყდა დახურვა(დაკონსერვება) ჩერნობილის ატომური რეაქტორისა.
ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის დაკონსერვებულია,აშენებულია სპეციალური დამცავი სარკოფაგი.ეს სარკოფაგი საჭიროებს შეკეთებას,ამისთვის 2004-2007 წლებში ჩატარდა ტენდერი და გაიმარჯვა ფრანგულმა კომპანია Novarka,რომელიც ვალდებულია შეაკეთოს ეს სარკოფაგი, რათა არ მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების ისევ გარემოში გამოყოფა.
ჩერნობილის ხილვადი კატასტროფა დიდი ხანია დამთავრდა, ხოლო უხილავის შედეგები კიდევ მრავალჯერ იჩენს თავს!
საქართველოს ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგური არ ფუნქციონირებს უახლოესი სადგური სომხეთსი და რუსეთში მდებარეობს.
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი ჩვენთაგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან და დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან წყაროს მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან მილის საშუალებით დაბინძურებული წყლის გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრებით წყლის ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა. შ. ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს. წყარო
დედამიწის ამათუიმ კუთხეში განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ტყეთა დაცვის შესახებ დასახულ პროგრამებსა თუ გეგმებს, რადგან დედამიწას და მის მცხოვრებთ ტყის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.
2011 წელი ტყის საერთაშორისო წლად იწოდა, რაც უამრავმა ქვეყანამ აღნიშნა გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის უარყოფითი მოვლენების შემცირების მიზნით.აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლოზუნგს „ტყეები მშრალი რეგიონების სიცოცხლის წყარო“. 2011 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ტყეების საერთაშორისო წელიწადად გამოაცხადა და მისი მიზანია მთელს მსოფლიოში ტყეთსარგებლობის მდგრადი სისტემის მხარდაჭერა. ტყეების წელი ოფიციალურად გაიხსნება გაეროს ტყის ფორუმის მეცხრე სესიაზე, რომელიც 24 იანვრიდან 4 თებერვლამდე ნიუ–იორკში მიმდინარეობდა. მსოფლიოს საზოგადოებრიობა აპირებს “პლანეტის ფილტვები” იგივე ტროპიკული ტყეები დასაცავი მექანიზმების დახმარებით გადაარჩინოს. ამის შესახებ კანკუნში გამართულ კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზ ეშეთანხმდნენ. იდეის ინიციატორები და მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ეს პროგრამა 2011 წელსვე სრულად შესრულებული გახდეს.
საქვეყნო პრობლემა მტკნარი წყალის დეფიციტი, კლიმატური პირობების შეცვლა, დედამიწის ტემპერატურის მომატება , დედამიწის განადგურება და ტყის მოსპობა გახდა 1992 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს მესვეურთა მიერ გამართული პირველი და უდიდესი შეკრების გამართვის ძირითადი მიზეზი. ხსენებული მოვლენები თავის მხრივ იმდენად არასახარბიელო და დამანგრეველია, რომ რომელიმე მათაგნის უკანა პლანზე დაყენება ვერ მოხდება. თუმცა კი მათმა შედეგებმა მსოფლიო აიძულა, რომ საერთაშორისო დონეზე ძირეული ზომების მიღებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით , ქვეყნებს შორის მრავალი შეკრება გაიმართა და მიღებული იქნა სამი საერთაშორისო დონის კონვენცია. 1997 წლის 17 ივნისს უდაბნოს გაფართოებასა და გვალვასთან ბრძოლის მიზნით მიღებული იქნა საერთაშორისო კონფერენცია, რაც 1996 წელს მსოფლიო მექანიზმების გამოყენებით შეუდგა მუშაობას. მასში კი დღემდე 193 ქვეყანა არის შესული. ამ ქვეყნებს შორის ერთგულ წევრად ითვლება ირანი.
უდაბნოს და უდაბნოს გაფართოებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას , რომ საკუთარი მნიშვნელობით უდაბნო დედამიწის იმ ადგილს ქმნის , სადაც მცენარეს უჭირს არსებობა და სიცოცხლე. აქ ჰაერი არაა ნესტიანი, სახეზეა ძლიერი ქარები, ნალექების დონე ნაკლებია და სამაგიეროდ წყლის აორთქლების მაჩვენებელი პროგრესს განიცდის. ასეთ რეგიონებში მთელს დედამიწის სივრცეში ტემპერატურული ცვალებადობა დღის, თვის, სეზონის და წლის განმავლობაში მკვეთრი ცვალებადობის მქონეა.
ექსპერტები ტყის ფართობის შემცირების ხარჯზე უდაბნოთა გაფართოების ფაქტორად ადამიანთა საქმიანობას მიიჩნევენ. აქ კი გამონაკლისია ბუნებრივ–გეოგრაფიული თავისებურებები . განსაკუთრებულ მიდგომას კი ამ მიმართულებით საჭიროებს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება, ატმოსფერული ცვალებადობა, გვალვა, წყლის დინებით გამოწვეულ დედამიწის შრეთა ცვეთა, ქარის დედამიწაზე ზეგავლენა, წყლის აორთქლება და სხვა. ადამიანები ხომ უდაბნოთა გაფართოებას ახდენენ დედამიწის მცენარეული საფარის განადგურებით ,ტყეების გაჩეხვით , არასწორი აგრალური მეთოდების დანერგვისას მიწის სასარგებლო ნაერთების გამოდევნით, არასწორი ირიგაციით და წყლის , მიწის თუ ჰაერის დაბინძურებით. ასეთ საქმიანობათა მავნე და ხან დროს კი საშინელი ზეგავლენა იწვევს დედამიწის მცენარეული საფარის შემცირებას , საჭირო წყლის რესურსებზე ხელმიუწვდომლობას, გვალვას, ადამიანთა აყრას, მათ უსახლ–კაროდ დარჩენას, სიღარიბეს და კულტურულ–სოციალური დისციპლინის რღვევას.აქედან გამომდინარე, ტყეთა დაცვის თემამ კიდევ ერთხელ მსოფლიო დონეზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რადგან რეალურია, რომ ნებისმიერი მცენარისა თუ ხის დაცვა უტოლდება კაცობრიობის სიცოცხლის შენარჩუნებას. ექსპერტთა აზრით, ტყეები დედამიწაზე ბინადარ ცოცხალ არსებათა 2/3 იტევს. ამიტომაც ტყეთა განადგურება სწრაფი ტემპით გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და ცოცხალ არსებათა განადგურებას. ტყეებს განსაკუთრებული როლი განეკუთვნება მსოფლიოს მტკიცე განვითარების მიღწევაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭარბტენიანი ტერიტორიების დცვას და მასზედ მზრუნველობის დაწესებას.